Accentnews.ge
სამადაშვილი – ოცნებაზე: "მმართველობის მე–12 წელს არაფერი არ აქვს სათქმელი საზოგადოებისთვის, გარდა იმისა, რომ  ჰპირდება, თუ ხელისუფლებაში დარჩება, დემოკრატიულ ოპოზიციას გაანადგურებს"

სამადაშვილი – ოცნებაზე: "მმართველობის მე–12 წელს არაფერი არ აქვს სათქმელი საზოგადოებისთვის, გარდა იმისა, რომ  ჰპირდება, თუ ხელისუფლებაში დარჩება, დემოკრატიულ ოპოზიციას გაანადგურებს"

20/08/2024 08:42:04 პოლიტიკა

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი "ქართული ოცნების" დღევანდელ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ "მმართველობის მე–12 წელს მმართველ პარტიას არაფერი არ აქვს სათქმელი საზოგადოებისთვის, გარდა იმისა, რომ ჰპირდება, თუ ხელისუფლებაში დარჩება, დემოკრატიულ ოპოზიციას გაანადგურებს".

"მმართველობის მე–12 წელს ამ ხალს არაფერი არ აქვს სათქმელი საზოგადოებისთვის, გარდა იმისა რომ ჰპირდებიან, თუ ხელისუფლებაში დარჩევიან გაანადგურებენ, დემოკრატიულ ოპოზიციას და ფაქტობრივად უკვე ოფიციალურად ბელარუსის და რუსეთის რიგებს შეუერთდებიან და ალბათ მომავალში გაწევრიანდებიან ევრაზიულ კავშირში, როგორც გაუქმებული დემოკრატიული სახელმწიფო. როდესაც ეს არის შენი დანაპირები საზოგადოებისთვის, ეს აჩვენებს, რომ აბსოლიტურად გაკოტრებული პოლიტიკური ძალა ხარ და ეს არწმუნებს კიდევ უფრო მეტ ადამიანს, რომ 26 ოქტომბერს უნდა მივიდეს უარი უთხრას რუსულ კორუმპირებულ რეჟიმს თუ სურს ევროპულ საქართველოში, ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრება", – განაცხადა, "ტვ პირველის" ცნობით სამადაშვილმა.

ამავე თემაზე: მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში 12 წლის განმავლობაში ყოფნის შემდეგ ასახელებს ოთხ მიზეზს, რის გამოც მომდევნო ოთხი წლით საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სურს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S