Accentnews.ge
დეკანოიძე: ნებისმიერი პოლიტიკოსი უნდა დადგეს ყოველგვარ ეგოცენტრულობაზე მაღლა, რადგან ქვეყანა არის უმძიმესი საფრთხის ქვეშ

დეკანოიძე: ნებისმიერი პოლიტიკოსი უნდა დადგეს ყოველგვარ ეგოცენტრულობაზე მაღლა, რადგან ქვეყანა არის უმძიმესი საფრთხის ქვეშ

20/08/2024 12:29:24 პოლიტიკა

"ნებისმიერი პოლიტიკოსი უნდა დადგეს ყოველგვარ ეგოცენტრულობაზე, საკუთარ თავზე მაღლა, რადგან ქვეყანა არის უმძიმესი საფრთხის ქვეშ", - ამის შესახებ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნებულმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, "კონსულტაციები „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობის“ რიგებში დაბრუნებაზე პირველ რიგში იყო მიხეილ სააკაშვილთან, კობა ნაყოფიასთან და შემდეგ გუნდის სხვა წევრებთან".

"ქვეყანა არის უმძიმესი საფრთხის ქვეშ. დღეს „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა ძალიან მარტივი რამ, რომ თუ გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, მაშინ ისინი გააუქმებენ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ქვეყანა წავა დიქტატურისკენ. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი პოლიტიკოსი უნდა დადგეს ყოველგვარ ეგოცენტრულობაზე, საკუთარ თავზე, ფიქრზე მაღლა. ჩემი მხრიდანაც იმ პლატფორმაზე დაბრუნება, საიდანაც მე ბრძოლა რამდენიმე წლის წინ დავიწყე, არის ბუნებრივი და ამაში არაფერია განსაკუთრებული. მე ჩემს ფუნქციას ვხედავ, პირველ რიგში, ბრძოლაში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მე ვხედავ ჩემს ფუნქციას, ბრძოლას იმაში, რომ ყველა იყოს ერთიანი. მე დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში. დიდი მადლობა მიხეილ სააკაშვილს, ჩემს მეგობრებს და კობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი შემთხვევისთვის, ნებისმიერი ბრძოლისთვის თითოეული ჩვენგანი არის მზად. ჩემთვის ჩემი პირადი კეთილდღეობა არ ნიშნავს არაფერს, ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩვენი სამშობლო გავიდეს სამშვიდობოს 26 ოქტომბერს. ამიტომ ნებისმიერი ეგოცენტრულობა და ნებისმიერი პირადი კინკლაობა არის მეორეხარისხოვანი. მთავარი ფოკუსი ახლა არის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა,“- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„ევროოპტიმისტების" წევრი დეპუტატი ხატია დეკანოიძე „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობის“ რიგებს შეუერთდა.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე კობა ნაყოფიამ ბრიფინგზე განაცხადა, ხატია დეკანოიძე ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას დაიკავებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S