ლევან ცუცქირიძე: "ოცნება" ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურის ჩამოსაყალიბებლად საზოგადოებას მანდატს სთხოვს
21/08/2024 08:32:52 პოლიტიკა
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ცუცქირიძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურის ჩამოსაყალიბებლად საზოგადოებას მანდატს სთხოვს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი შეფასებით, "ოცნება" ჯიუტად ადგას ქვეყანაში დიქტატურის დამყარების გზას".
"საქართველოს ხელისუფლება "რუსული კანონების" მიღებით ქვეყანაში დემოკრატიის მოკვლას, თავისუფალი სიტყვისა და სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას ცდილობს. [...] მას შემდეგ, რაც ჩვენ ოქტომბერში შევცვლით ხელისუფლებას, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი და პირველი გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებთ, ეს იქნება "რუსული კანონის" და მასთან დაკავშირებული სხვა რუსული კანონმდებლობის ქვეყანაში გაუქმება“, - განაცხადა ცუცქირიძემ.


