Accentnews.ge
“კოალიცია ცვლილებისთვის": ჩვენი ოფისები მთელ საქართველოში გაიხსნა, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა თავდასხმისა და ვანდალიზმის ფაქტებსაც

“კოალიცია ცვლილებისთვის": ჩვენი ოფისები მთელ საქართველოში გაიხსნა, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა თავდასხმისა და ვანდალიზმის ფაქტებსაც

22/08/2024 11:14:46 პოლიტიკა

“კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა” განცხადებას ავრცელებს.

კოალიციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში, მთელ საქართველოში, “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა”-ს ოფისები გაიხსნა. საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ჩვენს უამრავ თანამოქალაქეს შევხვდით და მათგან იმ პრობლემების შესახებ მოვისმინეთ, რომლებსაც ყოველდღიურად აწყდებიან. ჩვენს თანამოქალაქეებს უკეთესი მომავლის იმედი აქვთ.სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა თავდასხმისა და ვანდალიზმის ფაქტებსაც. ჩვენ ვართ კოალიცია, რომლისთვისაც აზრის თავისუფლად გამოთქმა, კამათი და დისკუსია პრინციპულია, ძალადობა და ვანდალიზმი კი მიუღებელი. სწორედ ასეთი უნდა იყოს პოლიტიკაც. მსგავსი ქმედებები მხოლოდ სისუსტისა და შიშის გამოვლინებაა. ამ შიშს კი ჩვენი პოზიტიური ხედვები და იმ ცვლილების სურვილი იწვევს, რომელიც ქართველი ხალხის უმრავლესობას აქვს.როგორც ჩანს, თქვენ ირჩევთ ვანდალიზმსა და ძალადობას, ხოლო ჩვენი არჩევანია, ვისაუბროთ ცვლილებასა და ჩვენი სამშობლოს მომავალზე, რომელსაც ვიცავთ და დავიცავთ", ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S