კიევში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა არა ჩინეთში დაფიქსირებული ტიპის
27/01/2020 12:33:55 მსოფლიო
კიევში კორონავირუსის შემთხვევა გამოვლინდა,– იუწყება უკრაინული ტელეკომპანია „112“ ჯანდაცვის სამინისტროს კიევის ლაბორატორიულ ცენტრზე დაყრდნობით.
უწყება აღნიშნავს, რომ კორონავირუსის დაფიქსირებული შემთხვევა ჩინეთში გავრცელებული ტიპის არ არის.
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებითვე, კორონავირუსის სიმპტომები კიდევ სამ ადამიანს გამოუვლინდა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ორ შემთხვევაში დადგინდა გრიპი, მესამე პირთან დაკავშირებით კვლევები კი გრძელდება.


