Accentnews.ge
კობახიძე: ვინც არ უნდა გადალახოს საარჩევნო ბარიერი, გასამართლებას ვერავინ აიცილებს

კობახიძე: ვინც არ უნდა გადალახოს საარჩევნო ბარიერი, გასამართლებას ვერავინ აიცილებს

23/08/2024 07:27:07 პოლიტიკა

მმართველ პარტია „ქართული ოცნებაში" კვლავ იმეორებენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება „კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოშორების გარეშე შეუძლებელია“.

პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობა“ თავისი სატელიტებით, მემკვიდრე პარტიებით უნდა გასამართლდეს".

მისი თქმით, 2 სუბიექტი იქნება წარმოდგენილი მომდევნო მოწვევის პარლამენტში, კერძოდ, „ქართული ოცნება“ და ერთ-ერთი ოპოზიციური გაერთიანება.

„2 თვის წინ, სოციოლოგიური კვლევით 10% ჰქონდა „ნაცმოძრაობას“. არცერთ პოლიტიკურ პარტიას, „ნაცმოძრაობის“ გარდა, არ ჰქონდა 5%-იანი ბარიერის გადალახვის რესურსი. ამას უკავშირდება ის გაერთიანების მცდელობები, რასაც ვხედავთ. საბოლოოდ, მგონია, რომ მაღალი ალბათობით, მაინც 2 სუბიექტი შევა შემდეგ პარლამენტში. ეს იქნება „ქართული ოცნება“ და ერთ-ერთი ოპოზიციური გაერთიანება. დანარჩენს საზოგადოება გადაწყვეტს, როგორ გაგრძელდეს პოლიტიკური პროცესები. ჩემთვის ეს არ არის საინტერესო, სწორედ მომდევნო მოწვევის პირობებში უნდა გასამართლდეს „ნაცმოძრაობა“თავისი სატელიტებით, მემკვიდრე პარტიებით. ვინც არ უნდა გადალახოს ბარიერი, გასამართლებას ვერავინ აიცილებს იმ დანაშაულებისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს ჯერ მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და შემდეგ 12 წლის განმავლობაში, როდესაც ოპოზიციაში იყვნენ“,- აღნიშნა კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ცნობისთვის: მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში 12 წლის განმავლობაში ყოფნის შემდეგ ასახელებს ოთხ მიზეზს, რის გამოც მომდევნო ოთხი წლით საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სურს. როგორც "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, პირველი მიზეზი „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S