Accentnews.ge
პრემიერი: კონსტიტუციიდან ევროინტეგრაციაზე ჩანაწერის -78-ე მუხლის ამოღება არ იგეგმება

პრემიერი: კონსტიტუციიდან ევროინტეგრაციაზე ჩანაწერის -78-ე მუხლის ამოღება არ იგეგმება

23/08/2024 08:03:59 პოლიტიკა

"ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში კონსტიტუციიიდან ევროინტეგრაციის შესახებ ჩანაწერს არ ამოიღებენ. ამის შესახებ მან პარტიაში გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა

.„ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ 78-ე მუხლის ამოღება არ იგულისხმება. არც შესწორება. იგულისხმება სხვა რამ, რომელსაც დავაკონკრეტებთ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპრაკებები წარმატებით დასრულდებდა“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის: საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, რომელიც ქვეყნის „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას“ შეეხება, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S