ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული სადავო დადგენილების გაუქმებაზე სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა
23/08/2024 12:11:30 პოლიტიკა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული სადავო დადგენილების გაუქმებაზე სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა. საუბარია დადგენილებაზე, რომლის თანაახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ფუნქციების გადანაწილება არა არჩევნების დღეს, არამედ ერთი კვირით ადრე განხორციელდება.
სააპელეცაიოს გადაწყვეტილებას იურიდიულად გაუმართლებელს უწოდებს სარჩელის ავტორი "ლელოს" წევრი გიორგი სიორიძე.
"სააპელაციო სასამართლომ მიიღო მოსალოდნელი გადაწყვეტილება, სამწუხაროდ. ასეთი არის ქართული მართლმსაჯულება. საქმე სამართლებრივი თვალსაზრისით იყო მარტივი, პრიმიტიული, მაგრამ ცესკო ყოველთვის იგებს და ეს არის იმის ინდიკატორი, თუ რა დგას ამ ყველაფრის უკან. ხელისუფლების ნება ყოველთვის იმარჯვებს მისი ბერკეტების მეშვეობით, იქნება ეს ცესკო თუ სასამართლო", - ამბობს, "ტვ პირველის" ცნობით, სიორიძე.


