ხორვატიის სამხედრო ვერტმფრენი ზღვაში ჩავარდა
27/01/2020 15:37:16 მსოფლიო
ხორვატიის სამხედრო ვერტმფრენი სწავლების დროს ადრიატიკის ზღვაში კუნძულების, ზლარინისა და ზლაჩეს მიმდებარედ ჩავარდა,იუწყება "როიტერი" ხორვატიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ვერტმფრენის ბორტზე. შემთხვევის ადგილზე ხორვატიის პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი მივიდნენ.
დაწყებულია სამაშველო ოპერაცია.


