Accentnews.ge
კალანდარიშვილი  განმარტავს, თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ემიგრანტებმა არჩევნებში მონაწილეობა უპრობლემოდ შეძლონ

კალანდარიშვილი  განმარტავს, თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ემიგრანტებმა არჩევნებში მონაწილეობა უპრობლემოდ შეძლონ

23/08/2024 18:58:58 პოლიტიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი იმ პროცედურებს განმარტავს, რომელიც ემიგრანტებს საშუალებს მისცემს, არჩევნებში მონაწილეობა დაბრკოლების გარეშე მიიღონ.

"მინდა, განვმარტო პროცედურები, თუ რა არის საჭირო იმისთვის რომ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ჰქონდეთ. პირველი ეს არის საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნა და ლოკაციაზე მინიმუმ 50, მაქსიმუმ 3000 ასეთი ამომრჩევლის ყოფნა, რაც ნიშანვს, რომ იმ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სააარჩევნო უბნის შექმნის შემთხვევაში, იქ მიიღებს მონაწილეობას.

მეორე მოცემულობაა, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ყველა შესაბამის ლოკაციაზე ინფორმაციის მოწოდება, რომ შემდეგომ ცესკომ, არაუგვიანეს 1 თვისა, მიიღოს გადაწყვეტილება საარჩევნო უბნების შექმნის შესახებ.

ამასთან, ვისაც სურს, საკონსულო აღრიცხვაზე დადგეს და შემდეგ ავტომატურ სიებში მოხვდნენ, ამისთვის მათ უნდა გაიარონ სათანადო პროცედურები. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ცესკოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე შეუძლიათ მიიღონ. ის ამომრჩეველი, რომელმაც ვერ გაიარა საკონსულო აღრიცხვა, როდესაც საარჩევნო უბანი შეიქმნება კონკრეტულ დიპლომატიურ წამრმომადგენლობაში, ამის შემდეგ მას კენჭისყრის დღემდე მე-19 დღისა, შეუძლია მიმართოს საარჩევნო რეგისტრაციის მიზნით და მიეცემათ შესაძლებლობა არჩევნებში მონაწილეობის“, -აცხადებს, 'ტვ პირველის' ცნობით, კალანდარიშვილი.

კითხვაზე, რა ხდება მაშინ, როცა ლოკაციაზე იმაზე მეტი რაოდენობის ამომრჩეველია, ვიდრე დასაშვებია, ცესკოს თავმჯდომარე ამბობს, რომ “3000- ზე მეტი ამომრჩევლის შემთხვევაში, იმავე დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე შეიქმნება ახალი უბანი.“

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S