Accentnews.ge
ჩინეთის ჯანდაცვის მინისტრი: „კორონავირუსის გადადება სიმპტომების გამოვლენამდეა შესაძლებელი“

ჩინეთის ჯანდაცვის მინისტრი: „კორონავირუსის გადადება სიმპტომების გამოვლენამდეა შესაძლებელი“

27/01/2020 18:03:45 მსოფლიო

ჩინეთის ჯანდაცვის მინისტრის მა სიაოვეის განცხადებით, ახალი კორონავირუსი შესაძლოა, ადამიანმა მეორეს მანამ გადადოს, სანამ დაავადების სიმპტომებს თავად გამოუვლინდება. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

CNN-თან აშშ-ის დაავადებთა კონტროლის და პრევენციის მრჩეველი უილიამ შრაფნერი ამბობს, რომ ახალი ვირუსის დამარცხება გართულდება, რადგან შესაძლოა, დაავადებულთა გამოვლენა დაგვიანდეს. კერძოდ, ინფიცირებულ პირებს სდაავადების გამოვლენამდე არ ეცოდინებათ ინფიცირბის შესახებ.

ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში ახალი კორონავირუსის შედეგად 80 ადამიანია გარდაცვლი, 2700-ზე მეტი კი ინფიცირებულია.თუმცა მედიით გავრცელდა ჩინელი მედდის ინტერვიუ, რომელიც აცხადებს, რომ ადგლობრივი ხელისუფლება რეალურ მონაცემებს მალავს და რომ რეალურად ათასობით ადამიანია დაინფიცირებული. დაავადების ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ევროპაში და აშშ–ში. კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა უკრაინაშიც, თუმცა განიმარტა, რომ ეს „ჩიური ვირუსის“ ტიპის არაა.

საქართველოში უკვე მიღებულია სხვადასხვა ზომები – აეროპორტში ჩამოსული მგაზვრები ვირუსზე მოწმდებიან, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ამჟამად საფრთხე არ ემუქრებათ. გარდა ამისა, აიკრძალა ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S