Accentnews.ge
ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 106-მდე გაიზარდა, ხოლო ინფიცირებულთა  – გაორმაგდა

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 106-მდე გაიზარდა, ხოლო ინფიცირებულთა  – გაორმაგდა

28/01/2020 05:23:04 მსოფლიო

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 106-მდე გაიზარდა ხოლო ინფიხირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში თითქმის გაორმაგდა: კორონავირუსი დადასტურებულად 4 515 ადამიანს აქვს, – იუწყება BBC.

ჩინეთის მთავრობის განცხადებით, 976 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. დაღუპულთა უმრავლესობა ხანდაზმული და რესპირატორული პრობლემების მქონე იყო.

ჩინეთის ჯანდაცვის მინისტრის მა სიაოვეის განცხადებით, ახალი კორონავირუსი შესაძლოა, ადამიანმა მეორეს მანამ გადადოს, სანამ დაავადების სიმპტომებს თავად გამოუვლინდება. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

CNN-თან აშშ-ის დაავადებთა კონტროლის და პრევენციის მრჩეველი უილიამ შრაფნერი ამბობს, რომ ახალი ვირუსის დამარცხება გართულდება, რადგან შესაძლოა, დაავადებულთა გამოვლენა დაგვიანდეს. კერძოდ, ინფიცირებულ პირებს სდაავადების გამოვლენამდე არ ეცოდინებათ ინფიცირბის შესახებ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჩინეთის გარეთ ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირების 47 შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირების ბოლო შემთხვევა გერმანიაში გამოვლინდა, რაც ევროპის მასშტაბით ვირუსის მეოთხე გამოვლინებაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S