მთავრობა საქართველოს ელჩებს შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთში, NATO-სა და გაეროს განყოფილებებში თანამდებობებიდან ათავისუფლებს
26/08/2024 14:56:37 პოლიტიკა
საქართველოს მთავრობამ რამდენიმე დიპლომატის თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ განკარგულებები გამოსცა.
კერძოდ, 26 აგვისტოთი დათარიღებული განკარგულებების შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტს წარედგინება წინადადება:
- 2024 წლის პირველი ოქტომბრიდან, ალექსანდრე მაისურაძის ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
- 2024 წლის პირველი ოქტომბრიდან, რევაზ ლომინაძის შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
- 2024 წლის 21 სექტემბრიდან, ვიქტორ დოლიძის NATO–სთან საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;
- 2024 წლის 15 ოქტომბრიდან, სოფიო ქაცარავას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
ოთხი ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩების უფლებამოსილების ვადის ამოწურვით ხსნის.


