ტრამპს და ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
28/01/2020 06:18:46 მსოფლიო
აშშ–ისა და თურქეთის ლიდერებმა სატელეფონო საუბარისას სირიისა და ლიბიის კონფლიქტები განიხილეს. ორი ქვეყნის ლიდერმა კონფლიქტის ზონებში ძალადობის დასრულების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესმდივნის მოადგილის ჯად დირის განცხადებით, ტრამპმა და ერდოღანმა დაადასტურეს, რომ ლიბიის კონფლიქტში უცხო ქვეყნების ჩარევა და საბრძოლო მოქმედებები უნდა შეწყდეს, სირიის იდლიბის პროვინციაში კი, ძალადობა უნდა დასრულდეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში თურქეთსა და საბერძნეთს შორის უთანხმოების აღმოფხვრა.


