რა ზომებს მიმართავს ანტიკორუფციული ბიურო, თუ საარჩევნო სუბიექტები ბოლო 8 თვის ფინანსურ ანგარიშებს 31 აგვისტომდე არ წარადგენენ
27/08/2024 08:15:16 პოლიტიკა
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი განმარტავს რა ზომებს მიმართავს ანტიკორუფციული ბიურო, თუ საარჩევნო სუბიექტები ბოლო 8 თვის ფინანსურ ანგარიშებს 31 აგვისტომდე არ წარადგენენ.
"ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საარჩევნო პროცესში რეპრესირებული მექანიზმები არ იქნას გამოყენებული. შესაბამისად, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ კომუნიკაციით აღმოვფხვრათ ის ხარვეზები, რაც ამ პროცესებს უკავშირდება. თუ კანონდარღვევა კვლავ გაგრძელდება , რა თქმა უნდა, კანონს განსაზღვრული აქვს შესაბამის სანქციები, მათ შორის ჯარიმები, გაორმაგებული ოდენობით, – განაცხადა კუპრაშვილმა.
ჟურნალისტების დამატებით კითხვაზე, სანქციების გარდა, რა შესაძლო ზომებს გულისხმობს, მან შემდეგი აღნიშნა:
"მოსყიდვასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება კანონით. იმედია, ამ ზომამდე არ მივალთ".


