ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა თანამდებობა დატოვა
27/08/2024 08:51:31 პოლიტიკა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ცაგერის საკრებულო ავრცლებს.
"საკრებულოს წევრებმა ცნობად მიიღეს ინფორმაცია ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის ლევან ზალკალიანის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. საკრებულო წარმატებებს უსურვებს ბატონ ლევან ზალკალიანს მომავალ საქმიანობაში", - ნათქვამია საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


