Accentnews.ge
პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების 26 ოქტომბრისთვის გამოცხადების განკარგულებას ხელი მოაწერა

პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების 26 ოქტომბრისთვის გამოცხადების განკარგულებას ხელი მოაწერა

27/08/2024 14:16:14 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო არჩევნების 26 ოქტომბრისთვის გამოცხადების განკარგულებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ხელი მოვაწერე ამ წუთას არჩევნების გამოცხადების განკარგულებას. დღე გადაწყვეტილების მოგვიახლოვდა, დღე არჩევანის, დღე გადარჩენის. დღეს ჩვენ საქმე არა გვაქვს ჩვეულებრივ არჩევნებთან. საქმე გვაქვს ქვეყნის მომავლის გადარჩენასთან. ჩვენი დღევანდელი არჩევანი ეგზისტენციალურია. ეს არჩევანი ქვეყნის ბედს მრავალი წლით განაპირობებს", – განაცხადა პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S