Accentnews.ge
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზალკალიანი დაინიშნა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზალკალიანი დაინიშნა

27/08/2024 19:20:07 პოლიტიკა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზალკალიანი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მისი ცნობით, ახალ რწმუნებულს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ლევან ზალკალიანს ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა.

ლევან ზალკალიანი ამ დრომდე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პოზიციას იკავებდა. ასევე იყო რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე.

სხვადასხვა დროს მუშაობდა პროკურატურის სისტემაში გამომძიებლად და პროკურორად, მათ შორის 11 წლის განმავლობაში – ამბროლაურის რაიონულ პროკურორად. მინიჭებული აქვს იუსტიციის უფროსი მრჩევლის წოდება.

ცნობისთვის: ლევან ზალკალიანი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე შეცვლის ზვიად შალამბერიძეს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში დელეგატად წარადგინა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S