Accentnews.ge
ჩინეთი აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში იარაღისა და შეიარაღების წარმოების კუთხით მეორე ქვეყნად იქცა

ჩინეთი აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში იარაღისა და შეიარაღების წარმოების კუთხით მეორე ქვეყნად იქცა

28/01/2020 08:41:43 მსოფლიო

სტოკჰოლმის მსოფლიოს პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის (SIPRI) ექსპერტებმა პირველად მოახერხეს ჩინური კომპანიების მიერ იარაღისა და შეიარაღების წარმოების მოცულობების დადგენა და იუწყებიან, რომ 2017 წელს ოთხმა ჩინურმა კომპანიამ 16,4 მლრდ დოლარით მეტი ღირებულების პროდუქცია გაყიდა, ვიდრე მათმა 10-მა რუსულმა კონკურენტმა. შედეგად ჩინეთი აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში იარაღისა და შეიარაღების წარმოების კუთხით მეორე ქვეყნად იქცა.

როგორც ინსტიტუტის ექსპერტები აღნიშნავენ, მოხსენება "ჩინური კომპანიების მიერ იარაღის წარმოების სადღეისოდ ყველაზე სრულ სურათს” ასახავს: ადრე მოცულობების შეფასება შეუძლებელი იყო მონაცემთა არასაკმარისი რაოდენობის გამო. თუმცა სპეციალისტებმა შეისწავლეს 4 ჩინური კომპანიის 2015–2017 წლების მონაცემები, რომელთა შესახებაც “სანდო ფინანსური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბირჟებზე გასვლის ფონზე”, - განმარტავენ მოხსენების ავტორები.

SIPRI-ში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ 2017 წელს იარაღისა და შეიარაღების მწარმოებელთა ტოპ-ოცეულში შედიოდა 11 ამერიკული, 6 ევროპული და 3 რუსული კომპანია, მაგრამ რეიტინგი რომ ახლა დგებოდეს, მასში ოთხივე ჩინური კომპანია შევიდოდა, მათგან სამი – პირველ ათეულში. 2017 წელს ოთხი ჩინური კომპანიის გაყიდვების ჯამურმა მოცულობამ 54,1 მლრდ დოლარი შეადგინა. ამასთან, SIPRI-ში თვლიან, რომ ჩინეთი შესაძლოა, მონაცემებს განზრახ ამცირებდეს. ამგვარად, SIPRI-ს ცნობით, რუსეთმა მსოფოიოში იარაღის წარმოების კუთხით მესამე პოზიციაზე ჩამოინაცვლა. გასული წლის დეკემბერში ინსტიტუტი იუწყებოდა, რომ 2018 წელს რუსული კომპანიების გაყიდვების მოცულობა 36,2 მლრდ დოლარამდე – მსოფლიოს საერთო მოცულობაში 8,6%-მდე დაეცა. აშშ-მა იმავე პერიოდში 246 მლრდ დოლარის (მსოფლიოს საერთო მოცულობაში 59%) ღირებულების იარაღი გაყიდეს და სამხედრო დახმარება გასწიეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S