Accentnews.ge
რასა იუკნევიჩიანე: "ოცნების" ქმედებას ევროკავშირის პასუხი აუცილებლად მოჰყვება"

რასა იუკნევიჩიანე: "ოცნების" ქმედებას ევროკავშირის პასუხი აუცილებლად მოჰყვება"

28/08/2024 14:55:25 პოლიტიკა

"მახსოვს ჩემი პირველი და უკანასკნელი შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, როდესაც ევროპარლამენტის წევრად ამირჩიეს. მაშინ მას ოპოზიციის მნიშვნელობაზე ვესაბრებოდით, ისიც კი მახსოვს როგორ ვარწმუნებდით, რომ ოპოზიციის არსებობა დემოკრატიის და პოლტიკური სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ბრიტანეთში ოპოზიციის ოფიციალური სახელია მისი აღმატებულება ოპოზიცია, ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციას ეპყრობიან ისე, როგორც მთავრობას. არ ვფიქრობ, რომ ივანიშვილის, პუტინის და ლუკაშენკოს მსგავსი ხალხი ვერ ხვდება, რამდენად მნიშნელოვანია დემოკრატია . ამიტომ ამ ქმედებას ევროკავშირის პასუხი აუცილებალდ მოჰყვება. მოქმედების ერთადერთი გზა არის ის, რაც ევროკავშირმა გააკეთა, როცა საქართველო უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად გაწევრიანების ერთ დონეზე არ აიყვანა, არადა ახლა საქართველოს შეეძლო უკვე გაწევრიანების მოლაპარაკების ეტაპზე ყოფილიყო ევროკავშირთან. სწორედ ეს იქნება მოლაპარაკების მაგიდაზე, რომ საქართველოს აღარ ექნება არანაირი პერსპექტივა, რომ ევროპულ ოჯახთან შეერთებაზე მოლაპარაკებები გახსნას. ეს ჩემი აზრით, ყველაზე მკაცრი ინსტრუმენტი იქნება. ჩვენ ევროპარლამენტარები გავაგრძელებთ ივანიშვილის მთავრობისთვის სანქციების დაწესების ლობირებას, რათა პასუხისმგებლობა აიღონ მათ ყველა ქმედებაზე. მაგრამ ვფიქრობ, რომ არჩევნების შემდეგ ევროკავშირს უფრო ძლიერი პოზიცია ექნება", - განაცხადა, "ტვ პირველის" ცნობით, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ.

ცნობისთვის: 20 აგვისტოს "ქართულმა ოცნებამ" დაასახელა ოთხი მიზეზი, რომელთა გამოც სურს საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებში. ოთხიდან პირველი მიზეზი „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება იყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S