Accentnews.ge
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოზე: ევროინტეგრაციის გზაზე ისე არ პროგრესირებს, როგორც ჩვენ გვსურს

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოზე: ევროინტეგრაციის გზაზე ისე არ პროგრესირებს, როგორც ჩვენ გვსურს

29/08/2024 10:19:58 პოლიტიკა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე აცხადებს, რომ საქართველოზე ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ისე არ პროგრესირებს, როგორც მათ სურთ.

"ჩვენ დღეს, მათ შორის ვისაუბრებთ საქართველოზე, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ისე არ პროგრესირებს, როგორც ჩვენ გვსურს. კითხვა მდგომარეობს იმაში, რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ვიცით პრობლემა, ვიცით დიაგნოზი, მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ. ეს იქნება ინფორმაციის გაცვლა, როგორც პოზიტიური კუთხით, როგორ წავახალისოთ საქართველო, ასევე იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა რაიმე, რაც შეიძლება გაკეთდეს საქართველოს წახალისებისთვის", – განაცხადა მან ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S