Accentnews.ge
ჯაფარიძე - ქართველ დიპლომატებს: პირში წყალი რომ გაქვთ ჩაგუბებული, გამორჩეულად წუმპე ხალხი აღმოჩნდით

ჯაფარიძე - ქართველ დიპლომატებს: პირში წყალი რომ გაქვთ ჩაგუბებული, გამორჩეულად წუმპე ხალხი აღმოჩნდით

29/08/2024 15:20:06 პოლიტიკა

კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ზურა გირჩი ჯაფარიძე საზღვარგერთ მისიით მყოფ ქართველ დიპლომატებს მიმართავს.

"ეს ხალხი, ელჩები რომ გქვიათ დღეს და პირში წყალი გაქვთ ჩაგუბებული, აღმოჩნდით გამორჩეულად წუმპე ხალხი. ღარიბაშვილსა და კობახიძეზე უარესები. ისინი ამ კაცის [ივანიშვილის] ხელით არჩეული და წლების განმავლობაში გამოწრთობილი მონები არიან, არც არავინ ელოდა მათგან განსხვავებულ ქცევას. თქვენ კი, ის ხალხი ხართ, ვინც, თითქოს, წლების განმავლობაში ამ ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე მუშაობდით, ამისთვის იღწვოდით და ამისთვის გაგიშვით იქ, სადაც ხართ, განსაკუთრებით ისინი, ვინც ევროკავშირის ქვეყნებში არიან ელჩები. ამისთვის გამოგაყოლეთ მანდ, მათ შორის, ოჯახის წევრები და ამისთვის ვაფინანსებთ წლების მანძილზე თქვენ მანდ ცხოვრებას, თქვენი შვილების სწავლას და თქვენ მიღებებზე სიარულს. ამბობდით, რომ ამას აკეთებდით ევროკავშირში და NATO-ში ქვეყნის ინტეგრაციისთვის. გგონიათ, რომ ჩუმად ყოფნით ბუნდოვანებას ტოვებთ თქვენ ქცევასთან დაკავშირებით და ვერ ხვდებით რას აკეთებთ, ან გგონიათ ეს თქვენი დღევანდელი დუმილი ვინმეს დაავიწყდება? თუ გგონიათ, ამ ქვეყანაში სულ ეს ნაბიჭვრები იქნებიან ხელისუფლებაში და თქვენი დღევანდელი ქცევა მუდმივად გამართლებული იქნება?" - მიმართავს ჯაფარიძე ქართველ დიპლომატებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S