Accentnews.ge
სახელმწიფო დეპარტამენტი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, დაუბრუნდეს დემოკრატიის გზას

სახელმწიფო დეპარტამენტი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, დაუბრუნდეს დემოკრატიის გზას

30/08/2024 08:12:35 პოლიტიკა

სახელმწიფო დეპარტამენტი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, დაუბრუნდეს დემოკრატიის გზას, – იუწყება "ამერიკის ხმა".

"როგორც უკვე თვეების განმავლობაში ვაცხადებთ, საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს და საქართველოს მთავრობის მიერ დიდი ხნის წინ გაცხადებულ მიზანს, ევროინტეგრაციის შესახებ და შეუთავსებელია იმ დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომელიც საფუძვლად უდევს ევროკავშირსა და ნატოში წევრობას. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, შეწყვიტოს კრიტიკოსების დემონიზაცია და განსხვავებული აზრის სივრცის შეზღუდვა და დაუბრუნდეს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას“, - აცხადებს, "ამერიკის ხმის" ცნობით, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერი მეთიუ მილერი.

მისივე თქმით, „შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მზარდი ანტიდემოკრატიული ქმედებებითა და რიტორიკით“.

"ამის კიდევ ერთი მაგალითია „ქართული ოცნების“ განცხადებები ოპოზიციის კანონგარეშე გამოცხადების გეგმის შესახებ“, – განაცხადა მან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S