Accentnews.ge
კურტ ვოლკერი: ნამდვილი „გლობალური ომის პარტიის“ შტაბი მოსკოვში მდებარეობს

კურტ ვოლკერი: ნამდვილი „გლობალური ომის პარტიის“ შტაბი მოსკოვში მდებარეობს

02/09/2024 08:10:12 პოლიტიკა

"ვროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ (CEPA) წარმომადგენელმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა განაცხადა, რომ ნამდვილი „გლობალური ომის პარტიის“ შტაბი მდებარეობს მოსკოვში.

ის გამოვიდა შეხსენებით, რომ რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული საქართველოს ორი რეგიონი და არა აშშ-ის შეიარაღებული ძალებს.

მისი თქმით, აბსურდია იმის მტკიცება, რომ დასავლეთს სურს საქართველოს ომში ჩათრევა.

„ტერმინი გლობალური ომის პარტია, რომელიც გვესმის და ბოლო დროს გამოიყენება. საკმაოდ განსაცვიფრებლად მიმაჩნია, რომ ის აშშ-სთან მიმართებაში ვრცელდება. არავის სურს, რომ ომი, რომელიც ვლადიმერ პუტინმა დაიწყო უკრაინაში, გავრცელდეს. აშშ-ს არ სურს, საქართველოს ომში ჩათრევა, არავის სურს საქართველოს ომში ჩათრევა - ეს სრული სისულელეა. აბსურდია ჩვენთვის გლობალური ომის პარტიის წოდება. რეალური გლობალური ომის პარტიის შტაბბინა მოსკოვშია. ბოლოსდაბოლოს, სწორედ რუსულ ძალებს აქვთ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი და არა შეერთებული შტატების ძალებს“, - აღნიშნა ვოლკერმა.

მისი თქმით, ქართველი ხალხს გადასაწყვეტია, ვის აირჩევს ლიდერებად.

„ქართველმა ხალხმა თავად უნდა განსაზღვროს თავისი მომავალი, აირჩიოს თავისი ლიდერები, რომ მიიღონ გადაწყვეტილება მომავალ ორიენტაციასთან დაკავშირებით. მაგრამ ნათელია ისიც, რომ მიზეზი რატომაც გამოირჩეოდა საქართველო მრავალი ადამიანისთვის აშშ-ში, ევროპასა და სხვაგან, არის ის, რომ ქართველი ხალხი არის ასეთი პრო-დასავლური, პროევროპული, პროამერიკული, პროდემოკრატიული. ქართველი ხალხი აცნობიერებს, რომ მათი მომავალი დასავლეთთანაა. საქართველოს ლიდერებმა უნდა ასახონ თავიანთი ხალხის მიზნები და მისწრაფებები“, - აღნიშნა ვოლკერმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S