Accentnews.ge
რასა იუკნევიჩიანე: არჩევანი არის "რუსულ სამყაროსა" და ევროპულ ცხოვრებას შორის

რასა იუკნევიჩიანე: არჩევანი არის "რუსულ სამყაროსა" და ევროპულ ცხოვრებას შორის

02/09/2024 11:16:20 პოლიტიკა

ვროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ, რომელიც თბილისში მიმდინარე კონფერენციას - „გარდამტეხი წელი“ ესწრება, თქვა, რომ "საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშეა".

"არჩევანი არის "რუსულ სამყაროსა" და ევროპულ ცხოვრებას შორის.

ეს კანონი, დიახ, რუსული კანონია, ვიტყოდი - კგბ-ის სტილის კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ გზას.

თუ დაპირებები ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ შესრულდება, ეჭვგარეშეა, რომ ევროპული ინტეგრაციის გზა შეჩერდება. ამ კანონით მართვისა და მანიპულირების, ამ სტილით ოპოზიციისა და ევროპელი თუ ამერიკელი ლიდერების წინააღმდეგ ასეთი ზიზღით საქართველო ვერ მიაღწევს მეტს, ვიდრე ახლა აქვს.

კანდიდატის სტატუსი არ იყო დამსახურებაზე დაფუძნებული, ეს იყო გეოპოლიტიკური ვითარების გამო და ევროკავშირს უნდოდა გზავნილის გაგზავნა ქართველი ხალხისთვის, რომ ისინი არ არიან მარტო, მაგრამ მომავალში ასეთი გადაწყვეტილება აღარ იქნება, თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ევროპული გზის წინააღმდეგ წასვლას.

საქართველოს სჭირდება დეოლიგარქიზაცია და როგორც არაერთხელ ვთქვი - დებიძინიზაცია, ამის გარეშე საქართველოს ევროკავშირში საერთოდ ვერ ვხედავ, რადგან ამ ადამიანის ინტერესი არასდროს იყო ევროკავშირში ყოფნა. მისი ბიზნესები, მისი პოლიტიკური ხედვა არის კრემლის მსგავსი და არა ევროპული",- თქვა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ. [ფორმულას თარგმანი].

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S