Accentnews.ge
ლინკევიჩუსი: სამწუხაროდ, უკვე ბელარუსთან გვიწევს პარალელების გავლება, იმედია, საქართველოში საქმე ამ წერტილამდე არ მივა

ლინკევიჩუსი: სამწუხაროდ, უკვე ბელარუსთან გვიწევს პარალელების გავლება, იმედია, საქართველოში საქმე ამ წერტილამდე არ მივა

02/09/2024 11:24:18 პოლიტიკა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, შვედეთში ლიეტუვის ელჩი ლინას ლინკევიჩუსი წუხს, რომ საქართველოს კონტექსტში პარალელების გავლება უკვე ბელარუსთან უწევთ და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში "საქმე ამ წერტილამდე არ მივა". ამის შესახებ შესახებ მან "თბილისი რუმსში" განაცხადა, სადაც მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით "გარდამტეხი წელი" მასპინძლობენ. კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნებია.

"ბოლო პერიოდში ახალი არაფერი გვინახავს. ახალი მხოლოდ ის არის, რომ არჩევნები ახლოვდება და თუ მმართველმა პარტიამ თავისი მუქარა შეასრულა და აკრძალა ოპოზიციური პარტიები, ასევე უცხოელი აგენტების შესახებ კანონი ძალაში შევიდა და სამოქალაქო საზოგადოება დააზარალა, მაშინ სრულიად განსხვავებულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით. ამის შემდეგ საერთაშორისო ინსტიტუტების, მათ შორის ევროკავშირის წინაშე დადგება საკითხი, თუ როგორ უპასუხოს ამას.

სანქციები საკმარისი არ იქნება, იმიტომ რომ საჭირო იქნება ხალხთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან კონტაქტების შენარჩუნება. მე კოლეგებს ვესაუბრე და სამწუხაროდ, ახლა უკვე ბელარუსთან გვიწევს პარალელების გავლება: თქვენ იცით, რომ იქ სამოქალაქო საზოგადოება საერთოდ არ არის, პოლიტიკური პარტიები გაუქმებულია, ოპოზიციონერები ქვეყნიდან არიან გაქცეულები ან ციხეში სხედან. იმედია, საქართველოში საქმე ამ წერტილამდე არ მივა." - განაცხადა ლინკევიჩუსმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S