Accentnews.ge
ჩინეთი ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საერთაშორისო ექსპერტების მიღებას დასთანხმდა

ჩინეთი ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საერთაშორისო ექსპერტების მიღებას დასთანხმდა

28/01/2020 19:53:06 მსოფლიო

ჩინეთი თანახმაა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO), რაც შეიძლება სწრაფად გაუგზავნოს საერთაშორისო ექსპერტები, რომ ახალი კორონავირუსის შესწავლა მოხდეს და გლობალურ დონეზე ეპიდემიის საწინააღმდეგო საპასუხო ზომები იქნეს მიღებული.

ორგანიზაციის სახელით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აუცილებელია, სასწრაფოდ მოხდეს ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გავრცელების უნარის შესწავლა, რომ სხვა ქვეყნების რჩევებით მომარაგება გახდეს შესაძლებელი.

მანამდე, 28 იანვარს ჩინეთის პრეზიდენტი კორონავირუსის ეპიდემიის საკითხზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, დისკუსია ფოკუსირებული იყო ვირუსის მკურნალობასა და შეკავებაზე. მათივე ცნობით, ჩინეთი დათანხმდა, ორგანიზაციას ვირუსთან დაკავშირებული მონაცემები და ბიოლოგიური მასალა გაუზიაროს, რაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობას შეუწყობს ხელს.

შეგახსენებთ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსს ჩინეთში უკვე ემსხვერპლა 106 ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გლობალურ საფრთხედ გამოცხადებისგან თავს იკავებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S