ტრამპმა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოწესრიგების გეგმა წარმოადგინა
28/01/2020 20:00:55 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 28 იანვარს წარმოადგინა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოწესრიგების სამშვიდობო გეგმა, რომელიც ემყარება „ორი სახელმწიფოს“ ცნობილ პრინციპს და დაპირისპირების შეწყვეტის სანაცვლოდ ითვალისწინებს ასევე პალესტინის სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი, 50 მილიარდი დოლარის მოცულობის, ფინანსურ დახმარებას.
გეგმის თანახმად თითქმის ორჯერ იზრდება პალესტინის გეოგრაფია, თუმცა პალესტინამ უარი უნდა თქვას ისრაელის კონტროლის ქვეშ არსებულ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და იერუსალიმზე.
როგორც ტრამპმა განაცხადა, 80-გევრდიან დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი სამშვიდობო გეგმის რეალიზების ყველა დეტალი.
სამშვიდობო გეგმის პრეზენტაციაზე თეთრ სახლში იმყოფებოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუ, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ასევევ აშშ-ის და ისრაელის მთავრობის წევრები.
ბენიამინ ნეთანიაჰუ მიესალმა აშშ-ის პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმას, პალესტინელებმა კი დაგმეს.


