Accentnews.ge
იამაიკასთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა – გავრცელდა ცნობა მოსალოდნელი ცუნამის შესახებ

იამაიკასთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა – გავრცელდა ცნობა მოსალოდნელი ცუნამის შესახებ

28/01/2020 20:10:21 მსოფლიო

კუბის სამხრეთით და იამაკის ჩრდილო-დასავლეთით 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური იუწყება. სტიქიის ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა. ამ ეტაპზე, ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მედიასაშუალების ცნობით, მიწისძვრის შემდეგ იამაკაზე, კაიმანის კუნძულებსა და კუბაზე გავრცელდა გაფრთხილება მოსალოდნელი ცუნამის შესახებ.

ბიძგები ფლორიდის შტატშიც იგრძნობოდა. ამერიკული მედია მიწისძვრის დროს მაიამიში გადაღებულ კადრებს ავრცელებს, სადაც რამდენიმე შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S