Accentnews.ge
ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 132-მდე გაიზარდა

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 132-მდე გაიზარდა

29/01/2020 06:21:29 მსოფლიო

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 132-მდე გაიზარდა, ინფიცირებულთა კი 6 000-ს აღწევს,– იუწყება ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტი.

მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ ვირუსის გავრცელების პიკი კიდევ 10 დღე გაგრძელდება.

28 იანვარს ჩინეთის პრეზიდენტი კორონავირუსის ეპიდემიის საკითხზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, დისკუსია ფოკუსირებული იყო ვირუსის მკურნალობასა და შეკავებაზე. მათივე ცნობით, ჩინეთი დათანხმდა, ორგანიზაციას ვირუსთან დაკავშირებული მონაცემები და ბიოლოგიური მასალა გაუზიაროს, რაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობას შეუწყობს ხელს. ასევე, ჩინეთი თანახმაა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO), რაც შეიძლება სწრაფად გაუგზავნოს საერთაშორისო ექსპერტები, რომ ახალი კორონავირუსის შესწავლა მოხდეს და გლობალურ დონეზე ეპიდემიის საწინააღმდეგო საპასუხო ზომები იქნეს მიღებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S