Accentnews.ge
კრამერი: "გლობალური ომის პარტია" მოსკოვშია განთავსებული და არა ვაშინგტონში

კრამერი: "გლობალური ომის პარტია" მოსკოვშია განთავსებული და არა ვაშინგტონში

03/09/2024 07:11:43 პოლიტიკა

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორმა დევიდ კრამერმა კომენტარი გააკეთა "ქართული ოცნების" პროპაგანდისტულ ნარატივზე "გლობალური ომის პარტიის" შესახებ.

მისი თქმით, თუ მსგავსი პარტია არსებობს, ის მოსკოვშია დაბანაკებული და არა ვაშინგტონში.

ამასთან, გამოვიდა შეხსენებით, რომ სწორედ რუსეთს აქვს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული.

ის ფიქრობს, რომ დროა, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს სანქციების სახით უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა.

„შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დასახმარებლად 6,5 მილიარდი დოლარი გამოყო და მე სრულად ვუჭერ ამას მხარს, მაგრამ იმის თქმა, რომ ჩვენ "გლობალური ომის პარტია" ვართ, როდესაც რუსეთს აქვს თქვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული, აბსურდულია. "გლობალური ომის პარტია", თუ ასეთი არსებობს, მოსკოვშია განთავსებული და არა ვაშინგტონში. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მისი [ბიძინა ივანიშვილის] როლი და განცხადებები ძალიან არასასარგებლოა და უკვე წლებია, რაც ვამბობ, რომ დროა მას პასუხისმგებლობა დავაკისროთ და ჯერ კიდევ მჯერა ამის. ამას არანაირი კმაყოფილებით არ ვამბობ, არ ვარ მოხარული ამის თქმისას - მე მიყვარს ეს ქვეყანა, აქ ჩამოსვლა, ხალხი არაჩვეულებრივად მეგობრული, სტუმართმოყვარე, გულუხვი და თბილია, მაგრამ არ მსურს იმის ნახვა, ინდივიდებს, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა, როგორ მიჰყავთ ეს ქვეყანა არასწორი მიმართულებით. სანქციებს ადვოკატირებას კმაყოფილებით არ ვუწევ, შეერთებული შტატებისთვის სანქციების დაწესება რთულია ქვეყანაში, რომელთანაც ჩვენ გვაქვს ამდენად ღირებული ურთიერთობა, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ ვაფასებთ ურთიერთობას, მნიშვნელოვანია ამ ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა კრამერმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S