Accentnews.ge
გირჩი: ხმების დასაცავად ენმ-სა და "დაიტოვესთან" რამდენიმე ოლქში კოორდინაციაზე შევთანხმდით

გირჩი: ხმების დასაცავად ენმ-სა და "დაიტოვესთან" რამდენიმე ოლქში კოორდინაციაზე შევთანხმდით

03/09/2024 09:26:42 პოლიტიკა

"გირჩი" აცხადებს, რომ შეთანხმდა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა" და სამოქალაქო მოძრაობა "დაიტოვეს" ორგანიზატორებთან ოქტომბერში გასამართ საპარლამენტო არჩევნების დღეს რამდენიმე ოლქში კოორდინაციაზე ოპოზიციური ხმების დაცვის მიზნით.

"არჩევნების დღეს, მიუხედავად განსხვავებულობისა, აუცილებელია ოპოზიციური პარტიები თანამშრომლობდნენ ხმების დასაცავად. ჩვენს პარტიას თითოეულ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრის ადგილი ეკუთვნის. მზად ვართ ამ ადგილების ნაწილი გავუზიაროთ სხვა პარტიებს და სამოქალაქო მოძრაობებს.

ჩვენ უკვე შევთანხმდით "ნაციონალურ მოძრაობასთან" და "დაიტოვე"-ს ორგანიზატორებთან რამდენიმე ოლქში კოორდინაციაზე, რათა უკეთ დავაკვირდეთ არჩევნებს და დავიცვათ ხმები" – ვკითხულობთ განცხადებაში.

"გირჩში" ამბობენ, რომ ხმების დასაცავად სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობისთვის და ამ პროცესში საერთო კოორდინატორის ფუნქციის ასაღებად მზად არიან:

"თანამშრომლობის აუცილებელი პირობაა დისკუსიების და განსხვავებული აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა, რისთვისაც პარტიული მედიასაშუალებები ღია უნდა იყოს ერთმანეთისთვის.

წინასაარჩევნო დისკუსიები და დებატები ერთი მხრივ, და კოორდინირებული მუშაობა არჩევნების დღეს მეორე მხრივ, გააძლიერებს ოპოზიციას, ამიტომ ღია ვართ სხვა პარტიებთან თანამშრომლობისთვისაც ამ მიმართულებით და მზად ვართ ამ პროცესში საერთო კოორდინატორის ფუნქციაც ავიღოთ".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S