ხვიჩია: ხელისუფლებამ ადამიანები, რომელთაც გათავისუფლებას შეჰპირდა, გადააგდო!
03/09/2024 13:05:29 პოლიტიკა
პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის ტრიბუნიდან „ამნისტიის შესახებ“ პროექტზე ისაუბრა.
მისი შეფასებით, მეორე მოსმენით წარმოდგენილი პროექტი გაუარესებულია და ხელისუფლებამ ადამიანები, "რომელთაც გათავისუფლებას შეჰპირდა, გადააგდო!".
ხვიჩიამ პატიმრებს, ვისაც ამნისტია არ შეეხება, ბოდიში მოუხადა და ხაზი გაუსვა ერთპარტიული მმართველობის მანკიერ მხარეს და თქვა, რომ არც ერთი შენიშვნა არ იქნა გათვალისწინებული.
„არ ვიცი, „ქართული ოცნება“ ასე რამ დააკომპლექსა, ამ ზაფხულს ასეთი რა მოხდა, ვისგან რა ინფორმაცია მიიღეს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ამნისტიის კანონპროექტის განხილვა არ იყო!", - თქვა ხვიჩიამ.
პარლამენტმა „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი მეორე მოსმენით განიხილა და კენჭისყრაზე ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე გავა.
"ქართული ოცნების" წევრმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ "ამნისტია" ჯამში 6 000 ადამიანს შეეხება - აქედან 1000 დატოვებს საპატიმრობს, 5 000 - ეტაპობრივად.


