Accentnews.ge
ანა ბუჩუკური: პროექტი, რომლითაც ბავშვთა კვების უზრუნველყოფა უნდა მომხდარიყო, გაჩერებულია!

ანა ბუჩუკური: პროექტი, რომლითაც ბავშვთა კვების უზრუნველყოფა უნდა მომხდარიყო, გაჩერებულია!

04/09/2024 08:09:40 პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე მმართველ გუნდს მოუწოდა, "სასწრაფოდ გადმოიღონ თაროდან მზა პროექტი" და "სასწრაფოდ დაიწყონ საჯარო სკოლებში ბავშვთა კვების უზრუნველყოფა!"

მან ხაზი გაუსვა, რომ 10-იოდ დღეში ბავშვები სკოლებში სწავლას იწყებენ და პროექტი ამ დრომდე "გაჩერებულია".

„როდესაც გიორგი გახარია იყო პრემიერ-მინისტრი დაწყებული იყო პროექტი UNICEF-ის ჩართულობით, საჯარო სკოლებში ბავშვთა კვების უზრუნველსაყოფად. ეს პროექტი 2022 წელს უკვე უნდა დაწყებულიყო, თუმცა 2024 წელია, დაახლოებით 10 დღეში ბავშვები სკოლებში სწავლას იწყებენ და სამწუხაროდ, პროექტი, რომლითაც უნდა მომხდარიყო საჯარო სკოლების ბავშვთა კვების უზრუნველყოფა, გაჩერებულია".

მისი თქმით, ქვეყანაში საარსებო შემწეობას 16 წლამდე ბავშვებიდან ყოველი მეოთხე იღებს, შემწეობის მიღება კი ჯამში 340 281 ბავშვს სურს, რომელიც არის დაახლოებით, 38%.

"ამ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში გამოდის „ოცნება“ და გაურკვეველ ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობს, იმ ეკონომიკურ ზრდაზე, რომლის სარგებელი ნაწილდება 25-30 ელიტურ ოჯახში. ქვეყანაში, სადაც ბავშვები შიმშილობენ, ასეთ ხელისუფალს კეთილდღეობაზე საუბრის ყველანაირი მორალური უფლება დაკარგული აქვს! კიდევ ერთხელ მოვუწოდეთ ჩვენი გუნდი, სასწრაფოდ გადმოიღონ თაროდან მზა პროექტი და სასწრაფოდ დაიწყონ საჯარო სკოლებში ბავშვთა კვების უზრუნველყოფა“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S