Accentnews.ge
ენმ-მ ხუთი საარჩევნო პრიორიტეტი წარადგინა

ენმ-მ ხუთი საარჩევნო პრიორიტეტი წარადგინა

04/09/2024 15:12:26 პოლიტიკა

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ დღეს, 4 სექტემბერს ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის სახლში გამართულ საარჩევნო ღონისძიებაზე პარტიის ხუთი საარჩევნო პრიორიტეტი წარადგინა. ეს პრიორიტეტებია:

  • 1. კი ევროპას;
  • 2.შემოსავლების ზრდა;
  • 3.პენსიონერების დაცვა;
  • 4.ძლიერი ოჯახი;
  • 5. ფასების "მაფიის" დასრულება.

"26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნების შედეგად, ხელისუფლების ცვლილებისთანავე, “ნაციონალური მოძრაობა” კოალიციურ პარტნიორებთან ერთად გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე და საქართველო გახდება ევროკავშირის ამაყი, ღირსეული და სრულფასოვანი წევრი. გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყების მომენტიდან, საქართველოს ეხსნება უდიდესი ფინანსური შესაძლებლობები, მათ შორის წვდომა 14 მილიარდიან ევროპულ ფონდზე. გაწევრიანების ევროპული ფონდი არის შესაძლებლობა, რომ დავაფინანსოთ უამრავი საჭიროება საქართველოს მოქალაქეებისთვის, მათ შორის მოვახდინოთ სუბსიდირება სოფლის მეურნეობის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი გლეხებისთვის და მევენახეებისთვის, რაც ყველაზე კარგად კახეთში ესმით, ამიტომ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პირველი პრიორიტეტი არის საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში. არჩევნებში გამარჯვებისთანავე “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” გააუქმებს რუსულ კანონს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აკარგვინებს მილიონობით დოლარს და ევროს და საქართველო ამაყად იტყვის - კი ევროპას! ჩვენ გავაფორმებთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას აშშ-თან და აუცილებლად მივიღებთ უვიზო მიმოსვლას ამერიკასთან საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის. [...]

ჩვენ მოვიზიდავთ ინვესტიციებს, მოვსპობთ კორუფციას და თავისუფალი და სამართლიანი ბაზრის პირობებში, გავაჯანსაღებთ ეკონომიკას, რათა ყოველდღიურად შევქმნათ ათი ათასობით ახალი, ღირსეული სამუშაო ადგილები, საშუალო ხელფასი ყველა დასაქმებულისთვის უნდა გაუტოლდეს 3500 ლარს იმისთვის, რომ ოჯახებმა ამოისუნთქონ და ხვალინდელი დღის აღარ ეშინოდეთ. ეკონომიკა იმუშავებს ხალხისთვის და არა ელიტებისთვის.

[...]ჩვენი მესამე პრიორიტეტი არის პენსიონერების დაცვა... ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ჩვენ გავაუქმებთ საპენსიო სესხებს. ასევე, ვიმუშავებთ ჩვენს კოალიციურ პარტნიორებთან იმისთვის, რომ გავზარდოთ პენსიები. დიახ, აუცილებელია რომ თითოეულ პენსიონერს ჰქონდეს პენსია, რომელიც არ უნდა შეადგენდეს 1000 ლარს. ჩვენ შევქმნით სახელმწიფო პროგრამას, რომლითაც დავაფინანსებთ აუცილებელ სარეცეპტო მედიკამენტებს პენსიონერებისთვის, რათა აღარასოდეს უწევდეთ არჩევანის გაკეთება საკვებსა და მედიკამენტებს შორის, რაც მეც ძალიან ხშირად მინახავს. [...]

ჩვენ ვიზრუნებთ უფროს თაობებზე და ამავდროულად ჩვენ ჩავდებთ ინვესტიციას მომავალ თაობებში. ქართული ოჯახის გაძლიერება არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი".- თქვა პარტიის თავმჯდომარემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S