Accentnews.ge
წულუკიანი - ბაქრაძეზე: საქმის წარმოება დავიწყეთ

წულუკიანი - ბაქრაძეზე: საქმის წარმოება დავიწყეთ

05/09/2024 16:00:17 პოლიტიკა

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, ლაშა ბაქრაძის სადავო განცხადებას "უყურებს" გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ხელმძღვანელის განცხადების ჭრილში და დაიწყო საქმისწარმოება.

"საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, თუ სრული არა, უმრავლესობა ლაშა ბაქრაძის ამ განცხადებას უყურებს მხოლოდ ერთ ჭრილში – ეს გახლავთ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჭრილი.

ჩვენ, კულტურის სამინისტრო ამ განცხადებას ამ ჭრილშიც ვუყურებთ, მაგრამ, პირველ რიგში, ვინაიდან ვართ კულტურის სამინისტრო, როგორც ზედამხედველი სახელმწიფო უწყება, ამ განცხადებას ვუყურებთ გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ხელმძღვანელის განცხადების ჭრილში.

არ ვიცი, ბატონ ლაშას კვლავ რამდენად ახსოვს, მაგრამ ჩვენ გვახსოვს, რომ ის დღემდე არის ძალიან დიდი ტრადიციების, დიდი გოგლა ლეონიძის სახელობის მუზეუმის პირველი პირი, ხელმძღვანელი პირი. შესაბამისად, ჩვენ სახელმწიფო ინსტიტუციის ხელმძღვანელის განცხადების ჭრილშიც ვუყურებთ ამ განცხადებას.

სწორედ ამიტომ ჩვენს შესაბამის სამსახურში გუშინ დაიწყო საქმისწარმოება, რასაც ეწოდება დისციპლინური საქმისწარმოება, რომლის დღევანდელ მასალებს პირადად ჯერ არ ვიცნობ. როგორც კი გავეცნობი, გვექნება ჩვენი შეფასება, არა პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან სოციალური, თუ სოციოლოგიური, არამედ უწყებრივი შეფასება, რადგან ბატონი ლაშა არის ჩვენი თანამშრომელი.

მას ქაღალდზე უწერია, რა არის მისი უფლება-მოვალეობები, როდის უნდა გამოცხადდეს სამსახურში და როდის უნდა იყოს ადგილზე. რას უნდა აკეთებდეს, რას უნდა ემსახურებოდეს მათ შორის მისი ქცევა და მისი განცხადებები. ამიტომ უახლოეს დროში ჩვენი გადაწყვეტილება გახდება ცნობილი",- ამბობს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი.

ლაშა ბაქრაძემ 3 სექტემბერს პარტიულ ღონისძიებაზე თქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხარეს ნათელი სახეებია, მმართველ გუნდს კი “ნახმარი სახეები” ჰყავს.

„არჩევანი არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი, მით უმეტეს, როდესაც შეხედავთ, როგორი ქალები დგანან ჩვენ გვერდით. დღეს თქვენ დაინახეთ ქალბატონი თინა, თამარი, სოფო. აი, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ ჩვენ და არა, ბოდიშით და, იმ „ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს“.

ბაქრაძის სიტყვებს ფართო გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის, პოლიტიკურ წრეებში.

მოგვიანებით მან განმარტა, რომ გულისხმობდა "უინტერესოს, უღიმღამოს".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S