ვაშაძე: მინიმალური ხელფასი იქნება 1 500 ლარი, ეს არის იმის ნაწილი, რა არჩევანის წინაშე დგახართ 26 ოქტომბერს
06/09/2024 10:05:43 პოლიტიკა
"ქართული ოცნება" გთავაზობთ იზოლაციას, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საბოლოო დაბლოკვას. ჩვენ გთავაზობთ ევროკავშირში დაჩქარებულ ინტეგრაციას, ევროკავშირის პასპორტს, რომელიც არის ყველაზე დაცული პასპორტი მსოფლიოში, გთავაზობთ უვიზო მიმოსვლას აშშ-ში. ქართული ოცნება გთავაზობთ დასავლური ინვესტიციების შეჩერებას და ფაქტია, რომ ბევრი ინვესტიცია გაჩერდა საქართველოში,- ჰპირდება ამომრჩეველს "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე.
"ჩვენი გამარჯვებისთანავე ავამოქმედებთ 14-მილიარდიანი აღმშენებლობის ფონდს საქართველოსთვის. ეს არის ევროპული და ამერიკული ფონდები, რომლებასც მოვიზიდავთ, რომლებიც უზრუნველყოფს სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას ქვეყანაში, რაც მთავარია, უზრუნველყოფს ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას.
ქართული ოცნება გეუბნებათ, რომ კარგად ცხოვრობთ და ეს დაბალი ხელფასები და უმუშევრობა, რომელიც არის, გეუბნებათ, რომ სრულებით ნორმალურია, რომ 300, 400, 500-ლარიანი სამსახური სრულიად საკმარისია. ჩვენ კი ვამბობთ, რომ საშუალო ხელფასი უნდა იყოს 3 500 ლარი სწორედ იმ 14 მილიარდით და სხვა ინვესტიციებით, რასაც მოვიზიდავთ წარმოების განვითარებით სოფლის მეურნეობაში, მილიარდიანი სუბსიდიით, რომელიც ევროპიდან წამოვა.
3 500 ლარი იქნება საშუალო ხელფასი და მინიმალური ხელფასი იქნება 1 500 ლარი. აი, ეს არის იმის ნაწილი, რა არჩევანის წინაშე დგახართ 26 ოქტომბერს. მე დარწმუნებული ვარ, კეთილდღეობა ევროპაში აუცილებლად გაიმარჯვებს სიღატაკაზე იზოლაციაში, რადგან ჩევნი არჩევანი არის განვითარება, ჩევნ გვინდა მეტი წინსვლა, ევროპაში შესვლა, უვიზო მიმოსვლა ამერიკასთან, გვინდა მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და, მით უმეტეს, არ გვინდა დიქტატურა",- თქვა ვაშაძემ.


