Accentnews.ge
პაპუაშვილი: მანამდე ჩრდილოეთიდან იყო დეზინფორმაციის ტალღა, ახლა - დასავლეთიდან

პაპუაშვილი: მანამდე ჩრდილოეთიდან იყო დეზინფორმაციის ტალღა, ახლა - დასავლეთიდან

06/09/2024 13:27:22 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მორიგ ანტიდასავლურ განცხადებას აკეთებს და ამჯერად "ცრუ ნარატივების" გავრცელებაში ადანაშაულებს.

„როდესაც საქმე ფაქტებს და რეალობას ეხება, საქართველოს ლიდერობა ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით ნათელია, რიგ შემთხვევაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შედარებითაც კი, მათ შორის მმართველობის სხვადასხვა ინდექსებით. ეს აჩვენებს, თუ როგორი ცრუ ნარატივები ყალიბდება და ვრცელდება საქართველოს წინააღმდეგ. სამწუხაროა, თუკი მანამდე დეზინფორმაციის ტალღა მოდიოდა ჩრდილოეთიდან, სამწუხაროდ ბოლო რამდენიმე წელია განსაკუთრებით, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ჩვენ ვართ მომსწრე, რომ ცრუ ნარატივები ვრცელდება დასავლეთიდან - საქართველოს წინააღმდეგ.

პოლიტიკოსები და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები პირდაპირ სიყალბესა და ცრუ ნარატივებს უყენებენ საქართველოს, თითქოს დემოკრატიული უკუსვლაა, რაც ცრუ ნარატივების შექმნა და გავრცელებაა საქართველოს წინააღმდეგ.

ყოველ ჯერზე ან კვლევებით დასტურდება, რომ ეს სიცრუეა, ან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადასტურებს ხოლმე",- ამტკიცებს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთგზის მოუწოდეს დეზინფორმაციის გავრცელების შეწყვეტისკენ, მათ შორის, აღნიშნულის გათვალისწინებითაც, მაგალითად, აშშ-მა გაურკვეველი ვადით გადადო საქართველოსთან დაგეგმილი წვრთნები. დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთია იმ 9 პუნქტიდან, რომელიც საქართველოს ევროკავშირმა განუსაზღვრა შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S