Accentnews.ge
ევროპარლამენტმა ბრექსითის შეთანხმებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა ბრექსითის შეთანხმებას მხარი დაუჭირა

29/01/2020 21:16:59 მსოფლიო

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შეთანხმებას. დოკუმენტის კენჭისყრა დღეს შედგა, შეთანხმებას მხარი 621 დეპუტატმა დაუჭირა, საწინააღმდეგო პოზიცია 49 პარლამენტარმა დააფიქსირა, ხოლო 13 დეპუტატმა პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.

ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრექსითის დიდი ბრიტანეთსა და ევროკავშირის შორის ახალი პარტნიორობის დასაწყისი უწოდა.

ბრექსითის შეთანხმება ბრიტანეთის პარლამენტმა წინა კვირაში დაამტკიცა. პარლამენტის შემდეგ, კანონპროექტი დედოფალ ელიზაბეტ მეორეს გადაეგზავნა ხელმოსაწერად.

ევროკავშირის შემადგენლობიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შესახებ რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა. ამომრჩეველთა 52%-მა ხმა ევროკავშირის დატოვებას მისცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S