მსოფლიოს მსხვილმა ავიაკომპანიებმა ჩინეთში ფრენები შეაჩერეს
29/01/2020 22:27:36 მსოფლიო
მსოფლიოს მსხვილმა ავიაკომპანიებმა კორონავირუსის პრევენციის გამო ჩინეთში ფრენები შეაჩერეს. Reuters ცნობით, ჩინეთის მიმართულებებზე ავიაბილეთების ფასი ეცემა. უკვე ცნობილია, რომ American Airlines-მა ლოს-ანჯელესიდან პეკინის და შანხაის მიმართულებით ფრენები 2020 წლის მარტამდე შეაჩერა.
ჩინეთის მიმართულებით ფრენები შეაჩერა Lufthansa-მ, ავსტრიის, შვეიცარიის, ბრიტანეთის, ამერიკის, ფინეთის, ინდოეთის, სეულის, გაერთიანებული სამეფოს და კატარის ავიახაზებმა. ჩინეთთან პირდაპირი ფრენების დროებით შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომაც.
მსოფლიოს სხვა მსხვილმა გადამზიდავებმა ჩინეთში ფრენაზე შეზღუდვა ორი კვირიდან ერთ თვემდე დააწესეს.
ბოლო ინფორმაციით, ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 132-ს, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობამ 6000-ს მიაღწია.


