ჩინეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა
30/01/2020 06:33:40 მსოფლიო
ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა 7711-ს შეადგენს, მათგან 1400-მდე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა,– იუწყება ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო უწყება.
გარდაცვლილთაგან 162 ადამიანი ხუბეის პროვინციიდან იყო. სწორედ ამ რეგიონის ქალაქი უხანი სახელდება დაავადების გავრცელების ეპიცენტრად.
ცნობისთვის: რიგმა ქვეყნებმა უხანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს და მსგავს გეგმას ამუშავებს საქართველოც.


