Accentnews.ge
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: შემოთავაზებული კანონპროექტი უზრუნველყოფს ლგბტი ადამიანების დისკრიმინაციის სამართლებრივ საფუძველს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: შემოთავაზებული კანონპროექტი უზრუნველყოფს ლგბტი ადამიანების დისკრიმინაციის სამართლებრივ საფუძველს

10/09/2024 07:40:06 პოლიტიკა

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო'ფლაერტი საქართველოს პარლამენტის წევრებს მიმართავს თხოვნით, თავი შეიკავონ "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის მიღებისგან. ამის შესახებ ო'ფლაერტის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისადმი გაგზავნილ წერილშია ნათქვამი.

როგორც ო'ფლაერტი წერს, "კანონპროექტი უზრუნველყოფს ლგბტი ადამიანების დისკრიმინაციის სამართლებრივ საფუძველს".

"პატივისცემით ვთხოვ პარლამენტის წევრებს, თავი შეიკავონ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის მიღებისგან და ჩაერთონ ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის ევროპის საბჭოსთან, ლგბტი ადამიანების ადამიანის უფლებების საუკეთესოდ დასაცავად და მათი დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად.

მე ასევე პატივისცემით ვთხოვ პარლამენტის წევრებს, თავი შეიკავონ რიტორიკის გამოყენებისგან, რომელიც ასტიგმატებს ლგბტი პირებს. ამ კუთხით ევროპის საბჭოსთან და სხვა შესაბამის პარტნიორებთან უწყვეტი ჩართულობა უზრუნველყოფს საქართველოს საკანონმდებლო და პოლიტიკის ჩარჩოს შესაბამისობაში მოყვანას ძირითად სამართლებრივ სტანდარტებთან. მადლობელი ვიქნები, თუ უზრუნველყოფთ, რომ პარლამენტის ყველა წევრი მიიღებს ამ წერილის ასლს. მზად ვარ, გავაგრძელო ჩვენი კონსტრუქციული დიალოგი ამ და ადამიანის უფლებათა სხვა საკითხებზე საქართველოში", – ნათქვამია წერილში.

ცნობისთვის: 4 სექტემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მე-2 მოსმენით, 81 ხმით მიიღეს „ქართული ოცნების“ კანონპროექტების პაკეტი, რომელიც ლგბტი ადამიანების უფლებების შეზღუდვას გულისხმობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S