Accentnews.ge
კოალიცია "ძლიერი საქართველო": საგარეჯოში ჩვენი რეგიონული ორგანიზაციის წევრი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს

კოალიცია "ძლიერი საქართველო": საგარეჯოში ჩვენი რეგიონული ორგანიზაციის წევრი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს

11/09/2024 10:39:52 პოლიტიკა

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" განცხადებით, საგარეჯოს რეგიონალური ორგანიზაციის წევრი ვუსალ კაიბოვი, რომელიც 10 სექტემბერს დააკავეს, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს. კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდების მხარე ოპოზიციონერის პატიმრობას აღარ ითხოვს.

"პროკურატურამ ვუსალ კაიბოვისთვის წარდგენილი მუხლი შეცვალა და მას ახლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ედავება.

თანაგუნდელის მხარდასაჭერად საგარეჯოში “ძლიერი საქართველოს” ლიდერები და იურისტები იმყოფებიან. სიღნაღის რაიონულ სასამართლოში მხარეები უახლოეს საათებში აღკვეთი ღონისძიების სახეებზე იმსჯელებენ", – ნათქვამია განცხადებაში.

შსს–ს ცნობით, სამართალდამცავებმა კაიბოვის სახლის ჩხრეკისას 2 ცეცხლსასროლი იარაღი და 59 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ვ.კ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 2 ცეცხლსასროლი იარაღი და 59 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S