Accentnews.ge
მდინარაძე განმარტავს, რატომ არის ბიძინა ივანიშვილი „ოცნების“ საპარლამენტო სიაში

მდინარაძე განმარტავს, რატომ არის ბიძინა ივანიშვილი „ოცნების“ საპარლამენტო სიაში

11/09/2024 12:18:54 პოლიტიკა

„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ერთადერთი მიზეზი, რატომაც "ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო სიაში ჩაეწერა, ამ არჩევნების მნიშვნელობაა".

"ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერია ერთი ყველაზე მთავარი მიზეზით - მნიშვნელობა ამ არჩევნების. ამაშია რეალობაც, ამაშია პრაქტიკულობაც, საარჩევნო მიზნებიც, ამაშია მნიშვნელობის მინიჭების მიზნებიც, ამაშია გარკვეული სიმბოლიზმიც, ამაშია ხაზგასმაც - ყველაფერი ამაშია. ეს არჩევნები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ ერთად გადავწყვიტეთ და უპირველესად მისი თანხმობა იყო, რომ სიის პირველი ნომერი იყოს ბიძინა ივანიშვილი. საერთოდ რომ ქუდი დავიხუროთ და სახლში დავსხდეთ, საკონსტიტუციო უმრავლესობა დღეს შეიძლება, ვერ მოვიპოვოთ, პირდაპირ გეუბნებით. შეიძლება ვერ მოვიპოვოთ, მაგრამ ჩვეულებრივი უმრავლესობის მოპოვება პრობლემა არ არის. ქვეყნის გადარჩენის ინტერესი ემთხვევა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების ინტერესს. აქ უფრო მეტი და მყარი გარანტიაა. პოლიტიკურ ველზე ამათ კი არ ვეჭიდავებით, ამ ვიღაც პატარა პარტიებს, არამედ მათ პატრონებთან გვაქვს საქმე. ესენი არავინ არიან. მართლა არავინ. ბიძინა ივანიშვილის ფაქტორმა, როგორც ბევრი რამე ამ ქვეყნისთვის პოზიტიურად გადაწყვიტა, ასევე, გვინდა, გადაწყვიტოს ესეც. ეს ჩვენი საარჩევნო სურვილია. იმიტომაა სიის პირველი ნომერი, რომ გადაწყვიტოს საკონსტიტუციო უმრავლესობის ბედი, რომ ჩვენ მყარი გარანტია ავიღოთ ამ ქვეყნის მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობის და მხოლოდ ამ გზით ევროკავშირის წევრობის”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S