Accentnews.ge
კობახიძე თვლის, რომ ოპოზიციის მხრიდან დებატებზე საუბარი "სრულიად არარელევანტურია"

კობახიძე თვლის, რომ ოპოზიციის მხრიდან დებატებზე საუბარი "სრულიად არარელევანტურია"

11/09/2024 15:10:38 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თვლის, რომ ოპოზიციის მხრიდან დებატებზე საუბარი "სრულიად არარელევანტურია".

ის თვლის, რომ "ოპოზიციას ჰქონდა შანსი, ინტერპელაციის წესით" მოეთხოვა მისი მისვლა პარლამენტში.

„კანონმდებლობა ითვალისწინებს გარკვეულ ფორმატში დებატებს. რასაც ითვალისწინებს კანონმდებლობა, იმ ფარგლებში რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებთ. რაც შეეხება ზოგადად დებატებს, რამდენჯერმე ჰქონდა ოპოზიციას შანსი, მაგალითად, ინტერპელაციის წესით მოეთხოვა ჩემი მისვლა პარლამენტში, ვერც ერთხელ ვერ გაბედეს ამის გაკეთება. როცა მქონდა წლიური ანგარიში, ვერ გაბედეს პარლამენტში მოსვლა. ასეთ პირობებში მათი მხრიდან დებატებზე საუბარი სრულიად არარელევანტურია. ჩვენს მხარეს არის სიმართლე, ჩვენ ვართ მყარად, ნებისმიერ ადამიანთან ვართ მზად პოლემიკისთვის, თუმცა, ისინი ცდილობენ ხელიდან გაუშვან ეს შანსი“, - განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან ქარელში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S