კობახიძე "დიდ კადნიერებას" უწოდებს ოპოზიციის მხრიდან ივანიშვილთან დებატებში დაჯდომაზე "ფიქრსაც კი"
11/09/2024 15:25:08 პოლიტიკა
"ელემენტარულად, ისეთი რეპუტაცია უნდა გქონდეს შექმნილი, რომ გაბედო და შესთავაზო დებატები ბიძინა ივანიშვილს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი მტკიცებით, არც ერთ ოპოზიციონერს არ აქვს ამის არავითარი რესურსი.
„ძალიან დიდი კადნიერება იქნებოდა ოპოზიციის მხრიდან ამაზე ფიქრიც კი, რომ რამენაირად მოინდომონ ბიძინა ივანიშვილთან დებატებში დაჯდომა, უბრალოდ მისი ფრჩხილის ფასად არ ღირს არცერთი ოპოზიციონერი, რაც ძალიან კარგად იცით. უნდა გქონდეს ელემენტარულად ისეთი რეპუტაცია შექმნილი, რომ გაბედო და შესთავაზო დებატები ბიძინა ივანიშვილს, ამის არავითარი რესურსი არცერთ ოპოზიციონერს არ აქვს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


