Accentnews.ge
„ოცნების“ წევრი: საერთო პოლიტიკური დებატების თემა დღეს აქტუალური არ არის

„ოცნების“ წევრი: საერთო პოლიტიკური დებატების თემა დღეს აქტუალური არ არის

12/09/2024 07:07:12 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი აცხადებს, რომ დებატები მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარესა და ოპოზიციის ლიდერებს შორის „შეუძლებელია“.

„შეუძლებელია მათი დებატები ამ ერთ სივრცეში წარიმართოს. მაგალითად, საბა ბუაძე და ბიძინა ივანიშვილი, ან ვინმე სხვა... ან ხაზარაძე, ან იგივე გახარია, რომელიც დაჰპირდა ხელისუფლების დამხობას. როგორ შეგიძლია მათთან ერთად დაჯდე პირდაპირ ეთერში? არ მგონია, რომ ზოგადი პოლიტიკური დებატების თემა დღეს აქტუალური იყოს..."

მისი თქმით, "ყველა ჩვენგანისთვის" უმჯობესია, ოპოზიცია და მმართველი გუნდი ცალ-ცალკე, თავიანთი პლატფორმებიდან საუბრობდეს.

მანამდე „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, დღეს „გახარია - საქართველოსთვის“ გუნდის წარმომადგენელმა ლევან გოგიჩაიშვილმა ბიძინა ივანიშვილი დებატებზე მიიწვია. ივანიშვილმა ბევრ კითხვას უნდა უპასუხოს, განაცხადა ოპოზიციონერმა.

დებატეზე მიიწვია ივანიშვილი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S