Accentnews.ge
საქართველოსა და სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციას შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა

საქართველოსა და სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციას შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა

12/09/2024 07:52:30 პოლიტიკა

საქართველომ აღმოსავლეთ კარიბის ზღვის აუზში მდებარე კუნძულოვან სახელმწიფოსთან - სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციასთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გააფორმა.

შეთანხმება 2019 წლის ივლისში მიიღეს, თუმცა ძალაში 2024 წლის 1 სექტემბერს შევიდა.

შეთანხმების თანახმად, ვიზის მოთხოვნიდან თავისუფლდებიან ორივე ქვეყნის მოქალაქეები, თუ მათ აქვთ მოქმედი დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტი. უვიზოდ ყოფნის ვადა 180-დან 90 დღეა. ამასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სამუშაოდ მისულ პირებს მოეთხოვებათ ადგილობრივი აკრედიტაციის გავლა 30 დღის ვადაში.

საქართველოსა და სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 2011 წლის 26 ოქტომბერს. საქართველოს დიპლომატიურ ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს ელჩი აშშ-სა და გაერო-ში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S