პაპუაშვილი – მიქანაძის შესახებ განცხადებაზე: ეს უბრალოდ კიდევ ერთხელ აჩვენებს თავად გიორგი გახარიას მეწვრილმანეობას
12/09/2024 12:16:11 პოლიტიკა
"ეს უბრალოდ კიდევ ერთხელ აჩვენებს თავად გიორგი გახარიას მეწვრილმანეობას", – ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გახარიას გუნდი მოწოდებას, დაიწყოს გამოძიება „ქართული ოცნების” წევრი დეპუტატის გივი მიქანაძის წინააღმდეგ.
პაპუაშვილის თქმით, "როდესაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ გადაუხვია იმ ფასეულობებს, რომლებსაც თავიდანვე ხალხის მხარდაჭერა ჰქონდა, გივი მიქანაძე გადადგა თანამდებობიდან, წასული იყო საზღვარგარეთ და მუშაობდა საზღვარგარეთ".
"არანაირი კავშირი ამ საკითხთან არ აქვს, ეს უბრალოდ კიდევ ერთხელ აჩვენებს თავად გიორგი გახარიას მეწვრილმანეობას, როდესაც ცდილობენ არარსებული თემიდან მას პრეტენზიები წაუყენონ, უბრალოდ იმიტომ, რომ გივი მიქანაძე აქტიურად ამხელს მათ გუნდს საარჩევნო დარღვევებში, რაც არის აბსოლუტური სისულელე. გახარიას გუნდი რომ არის სისულელის გამავრცელებელი, მე მგონი, ყველა ხედავს. აბსოლუტური სპეკულაცია, სერიოზული კომენტარის ღირსიც არ არის ეს საკითხი”, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ამავე თემაზე: გახარიას გუნდი – პროკურატურას: დაიწყეთ გამოძიება დეპუტატ გივი მიქანაძის წინააღმდეგ


