გიგაური სენატში სიტყვით გამოსვლისას: შემოიღეთ სანქციების რეჟიმი, რომელიც მიზანში იღებს ინდივიდებს და არა ქართველ ხალხს
12/09/2024 16:56:00 პოლიტიკა
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა აშშ-ში, სენატში გამართულ მოსმენაზე, მათ შორის შეერთებული შტატების მხრიდან სანქციების საჭიროებაზე ისაუბრა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ შეზღუდვების სამიზნე ინდივიდები უნდა იყვნენ.
"დააწესეთ სანქციები, მაგრამ გთხოვთ, შემოიღოთ სანქციების რეჟიმი, რომელიც მიზანში იღებს ინდივიდებს და არა ქართველ ხალხს, რადგან ქართველი ხალხი იბრძვის დემოკრატიისთვის და ძალიან ეფექტურადაც“, - განაცხადა მან.
ამავე თემაზე: ეკა გიგაური: თუ ქართული დემოკრატია დამარცხდება, რუსეთი კვლავაც უკანა ეზოდ მოგვნიშნავს.


